გია ცაგარეიშვილი - იმისკენ მიდის პროცესი, რომ ბინძური პასკვილი შეიქმნას და ქვეყანას დაბრალდეს ის, რაც წარმოუდგენელია

მაგნიტსკის "ბუტირკაში“ ამოხადეს სული, ეს ყველაფერი კი ოროთახიან ვიპპალატას და ათასობით მნახველს შეადარეთ, დასკვნები შემდეგ გააკეთეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

"თუ გაინტერესებთ, პუტინის რეჟიმმა და პუტინის ჯალათებმა რა დამართეს მაგნიტსკის, ორი ღერი ინგლისური ხომ იცით? დასერჩეთ, დაძებნეთ და ნახეთ, ვინ იყო მაგნიტსკი, რა პირობებში იმყოფებოდა. თუ არ ვცდები, ამ ადამიანს სული „ბუტირკაში“ ამოხადეს. შემდეგ ეს ყველაფერი ოროთახიან ვიპპალატას და ათასობით მნახველს შეადარეთ, დასკვნები შემდეგ გააკეთეთ, ვინ ტანჯავს და ვინ დევნის სწორუპოვარ გმირს და ჰუმანისტ სააკაშვილს. 

ამ ყველაფრის შეფუთვა და გაყიდვა რომ იყო საჭირო, ამიტომ დაიქირავეს 15 ათას დოლარად ლობისტური კომპანია. სხვათა შორის, ამ კომპანიას ხელშეკრულება გასდის და გვაინტერესებს, ეს გაგრძელდება თუ არა. როგორც ვატყობ, იმისკენ მიდის პროცესი, რომ ბინძური პასკვილი შეიქმნას და ქვეყანას დაბრალდეს ის, რაც წარმოუდგენელია“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები