რისკი იმისა, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე წავა, ახლა დიდი არ არის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ბირთვული ესკალაციის რისკზე, რის შესახებაც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება.
"ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი დაბალია", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მან გაიხსენა, რომ ჩინეთმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთს გაუგზავნეს სიგნალი, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება არ შეიძლება.