სტოლტენბერგი - მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მივაწოდოთ ის იარაღი, რომელიც მას მოსაგებად სჭირდება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების დამატებით მიწოდებას აანონსებს.

მისი თქმით, უკრაინა დასავლეთის ქვეყნებიდან მძიმე შეიარაღების დამატებით მიწოდებას უნდა ელოდოს.

"მძიმე სამხედრო აღჭურვილობის შესახებ ბოლო დაპირებები მნიშვნელოვანია და მე ველოდები უფრო მეტს მალე. ჩვენ ომის კრიტიკულ ფაზაში ვართ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მივაწოდოთ ის იარაღი, რომელიც მას მოსაგებად სჭირდება", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

კიევი დიდი ხანია, დაჟინებით ითხოვს უფრო მძიმე შეიარაღების, მათ შორის ტანკების მიწოდებას, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა რუსეთის პროვოცირების შიშით ამ დრომდე თავს იკავებს.

მსგავსი სიახლეები