პაველ ჰერჩინსკი - მოვუწოდებთ მთავრობას, პატივი სცეს ყველა პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის უფლებებს

ძალიან შეშფოთებულები ვართ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, თვალყურს ვადევნებთ მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს სასამართლო პროცესი მალე დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ყველა პატიმრის უფლებას.

"ყველა პატიმრის უფლებების დაცვა და პატივისცემა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გამოქვეყნებული ანგარიშის გამო შეშფოთებულები ვართ. მიმდინარე სასამართლო პროცესებს ყურადღებით ვაკვირდებით. ვიმედოვნებთ, რომ საქმის წარმოება მალე დასრულდება. 

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ყველა პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის უფლებებს, ეს მათი პასუხისმგებლობაა. 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებულები ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ის გაუმჯობესდება", - განაცხადა ელჩმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები