თეა წულუკიანი - ამ არამეგობრული ჟესტის შესაბამისი რეზოლუციის უკან დგას მისი ავტორი, ბატონი მერაბიშვილის უახლოესი მეგობარი ქალბატონი გოშევსკა

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთის სეიმის რეზოლუციას არამეგობრულ ჟესტად აფასებს.

"ვწუხვარ, მაგრამ უნდა ჩაითვალოს, რომ პოლონეთის სეიმიდან გვაქვს არამეგობრული ჟესტი, თუმცა ამ ჟესტს აქვს ძალიან მარტივი ახსნა და გასაგები ხდება ყველაფერი, როდესაც ვხედავთ, რომ ამ არამეგობრული ჟესტის შესაბამისი რეზოლუციის უკან დგას მისი ავტორი – ბატონი ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარი ქალბატონი გოშევსკა. ამით ყველაფერი არის უკვე ახსნილი. ჩვენს საზოგადოებას კი ახსნა და განმარტება არ სჭირდება, ვინ არის ვანო მერაბიშვილი. პოლონურ საზოგადოებას თუ სჭირდება, ავხსნათ, ვინ არის ვანო მერაბიშვილი, ესეც შეგვიძლია, რომ ფაქტებით ავხსნათ, რა კალიბრის კრიმინალთან გვაქვს საქმე და რისთვის იხდიდა ის სასჯელს. ასევე, შეგვიძლია, მათ მივაწოდოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გირგვლიანის და ძალიან ბევრ სხვა საქმეზე, სადაც ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ ფიგურირებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პოლონეთის სეიმმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენისკენ მოუწოდებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები