ვახტანგ გომელაური - სახლში იმყოფებოდა მისი სრულწლოვანი შვილიც, რომელმაც გამოქცევა მოახერხა

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საგარეჯოში სპეცოპერაცია დასრულებულია.

მისივე თქმით, გამნაღმველებმა მუშაობა უკვე დაასრულეს და ტერიტორია უსაფრთხოა.

როგორც მინისტრმა საგარეჯოში ჟურნალისტებს განუცხადა, პირველადი ინფორმაციით, თავდამსხმელი სამხედრო სამსახურში 2021 წლიდან აღარ იყო, ნამყოფია ავღანეთის მისიაში. 

"მინდა, მივუსამძიმრო ოჯახებს, 5 ადამიანი გარდაცვლილია, მათ შორის ერთი ჩვენი თანამშრომელი სამწუხაროდ, 5 დაჭრილია, ერთი მძიმეა და ოპერაცია უტარდება, არტერია აქვს დაზიანებული და ექიმები ჯერ ზუსტად ვერ გვეუბნებიან გადარჩება თუ არა.

იმ მოქალაქის სახლში, რომელმაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა, მისი სრულწლოვანი შვილიც იმყოფებოდა, რომელმაც ბინიდან გამოქცევა მოახერხა. როგორც ამბობს, რომ გამოვიქეცი სახლიდან ბიჭები უკვე ძირს იყო დაგდებულიო.

მსროლელმა ჯერ აივნის, შემდეგ კი მეორე მხრიდან დაიწყო სროლა, ადგილზე მოვიდა საპატრულო პოლიცია, შემდეგ მეორე მხრიდან გახსნა ცეცხლი, რის შედეგადაც დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანის დროს გარდაიცვალა. 

როგორც ვიცით და ოპერატიულად დაგვიდასტურეს, რომ დამნაშავე მოქმედი სამხედროა არაა, 2006 წლიდან მუშაობდა და 2021 წელს არის წამოსული სამხედრო სამსახურიდან. როგორც დაგვიდასტურეს ავღანეთის მისიაშიც ნამყოფია. რა მოხდა ჯერჯერობით არავინ იცის. 

სპეცდანიშნულების რაზმის ჩამოსვლისთანავე მოუწოდეს ცეცხლის შეწყვეტისკენ, კიდევ რამდენიმე გასროლა განახორციელა, როდესაც კარი შეაღო რაზმმა, გასროლის ხმა გაისმა და საწოლზე გადაწოლილი, გვერდით ცეცხლსასროლი იარაღით დახვდათ, თავიდან სისხლი მოსდიოდა. იქვე ნახეს ხელყუმბარის რგოლები და შეიძლებოდა ყოფილიყო დანაღმული. ამ დროისთვის გამნაღმველებმა მუშაობა უკვე დაასრულეს და ტერიტორია უსაფრთხოა", - განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები