გიორგი მუმლაძე - კარვებში ვიწექით და მაშინ, მათ შორის, იმ დეპუტატებმა, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ, ქუჩაში მყოფ ხალხს გადაგვაბიჯეს

დეპუტატები თუ აპირებენ, რომ გამოვიდნენ პარლამენტიდან, მაშინ უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და დაიწყონ ბრძოლა, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ ნონა მამულაშვილისა და გიორგი ხვედელიანის ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.

"როდესაც ჩატარდა 2020 წლის არჩევნები და დაიდო გაყალბების ფაქტები, რომლის გამოკვლევაშიც ჩვენ ვმონაწილეობდით, იმ დღიდან ვაპროტესტებთ და ვითხოვდით, ვადამდელი არჩევნები დანიშნულიყო. კარვებში ვიწექით და მაშინ, მათ შორის, იმ დეპუტატებმა, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ, ქუჩაში მყოფ ხალხს გადაგვაბიჯეს. ამიტომ ამ არჩევნებთან ამ საკითხის მიბმა, მგონია, რომ ცოტა უაზრობაა. ამ საკითხის არჩევნებთან მიბმა არასწორი მგონია, რადგან ეს თავიდანვე არალეგიტიმური პარლამენტი იყო, თავიდანვე არ უნდა შესულიყვნენ. 

დეპუტატები თუ აპირებენ, რომ გამოვიდნენ პარლამენტიდან, მაშინ უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და დაიწყონ ბრძოლა. ახლა პარლამენტიდან გამოხვიდე და ისევ "ფეისბუქზე" აკაკუნო ან ოფისში დაჯდე, ამ ამბავში მე აზრს ვერ ვხედავ. ახლა მთავარი საკითხია მიშას თავისუფლების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ამ პარტიაში არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, რათა პარტია უბრალოდ გაძლიერდეს და პროცესს ჰქონდეს მაღალი ლეგიტიმაცია“, – განაცხადა მუმლაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები