"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაცია არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერს.

"კარგად ვიცით თუ რა ხდება ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით, მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს დიდი ვალდებულება ვიყოთ დასავლური ოჯახის წევრი, როდესაც შესასრულებელი გვაქვს ყველა ის მისია, რომელიც დაგვაკისრეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, ასევე ჩვენ ვგრძნობთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც არის პარტიის წინაშე, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ პარტიას და ყველაფერი ჩადო, რომ ეს პარტია ყოფილიყო ისეთი როგორიც არის, დღეს იმყოფება უკანონო პატიმრობაში, როდესაც პარტიის მთელი ვექტორი გადართული უნდა იყოს იმისათვის, რომ იყოს ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისათვის, თავისუფალი მედიის დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის, როდესაც ჩვენ გვაქვს ვალდებულება, ვიფიქროთ პოლიტპატიმრებზე, ჩვენ სამწუხაროდ, დღეს დაგვიდა სხვა რეალობა, რომელსაც არ მივესალმებით.

დღეს მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ყველა კანდიდატის მიმართ, ჩვენ არცერთთან არანაირი პრეტენზია არცერთ მიმართებაში არ გვაქვს, არანაირად არ ვუერთდებით მანკიერ დაპირისპირებას, მოსმენებს, შუღლს და ა.შ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულება, მივიღოთ ჩვენი გადაწყვეტილება და კონკრეტულ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. ჩვენ, ჩვენი ფრაქცია, ასევე ჩვენი პარტიული გუნდი, რომელიც აქ იმყოფება და ჩვენ ზურგს უკან დგას უამრავი ხალხი, მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას კანდიდატურას, რამეთუ მიგვაჩნია, რომ მოცემული სიტუაციიდან, ის არის ყველაზე გამორჩეული და ღირსეული კანდიდატი", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თემურ ბასილაიამ.

უახლესი ამბები