მიხეილ სარჯველაძე - ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით, ეს არის მეტი კომფორტის შექმნა საქართველოს მოსახლეობისთვის

ყველას მოუწევს მხედველობაში იმის მიღება, რომ საქართველოში დღეს არის ხელისუფლება, რომლისთვისაც ნომერ პირველი ღირებულება გახლავთ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

"ვისთვისაც ყველაზე მეტად საყურადღებოა რუსეთის თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, მათ შეუძლიათ, საკუთარი დასკვნები დაამყარონ ასეთ მოსაზრებებზე. ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ როგორ ხედავს საკითხს. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის რა იქნება ღირებული და აქედან გამომდინარე ვაკეთებთ დასკვნებს. ეს არის მოცემულობა, რომელიც გვაქვს და მგონია, რომ არავის აქვს საფუძველი რაიმე სპეკულაციებისთვის, ასეთი ინტერპრეტაციების კეთებისთვის. მათ შორის იმაზე საუბრისთვის, თითქოს რუსული მხარისა და ქართული მხარის რიტორიკა ერთმანეთს შეიძლება, ემთხვეოდეს. საქართველოს მკაფიოდ აქვს გამოხატული ინტერესები, რისი დაცვისკენ არის მოწოდებული მთელი ხელისუფლების და ქართული საზოგადოების აქტივობები. შესაბამისად, ყველას მოუწევს მხედველობაში იმის მიღება, რომ საქართველოში დღეს არის ხელისუფლება, რომლისთვისაც ნომერ პირველი ღირებულება გახლავთ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, დეოკუპაციას, ყოველმხრივ კომფორტის შექმნას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის.

იმ ფონზე, როდესაც არსებობს მოცემულობა, რომ რუსეთის მოქალაქეს შეუძლია, საქართველოში მანქანით იმოგზაუროს, ასეთ პირობებში, ტექნიკურად ახალი არხის გახსნა შესაძლებლობას მისცემს, მაგალითად, რუსეთში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას, იმოგზაურონ საქართველოში საკუთარი ოჯახების მოსანახულებლად, არა სომხეთის, აზერბაიჯანის გავლით, არამედ პირდაპირ იმოგზაურონ. ამაში მე პირადად ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. პირიქით, ეს არის მეტი კომფორტის შექმნა საქართველოს მოსახლეობისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები