"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ნაწილი აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს

"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ნაწილი აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს.

როგორც პოლიტსაბჭოს წევრმა ლევან კონჯარიამ განაცხადა, ორგანიზაციის ნაწილის მიერ გაკეთებული განცხადება ხალხის შეცდომაში შეყვანაა.

"მინდა გავაკეთო მოკლე განცხადება დღეს ზუგდიდის პარტიის ოფისში ჩატარებული ბრიფინგის თაობაზე, რაც ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, ასევე ჩვენი პარტიის ასობით მხარდამჭერისთვის მოულოდნელი იყო.

ვარ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი, პოლიტსაბჭოს წევრი. რაც რამდენიმე საათის წინ ჩემმა მეგობრებმა ბრიფინგზე თქვეს, არის ხალხის შეცდომაში შეყვანა - ის, რომ ორგანიზაცია მხოლოდ ნიკა მელიას კანდიდატურას უჭერს მხარს. 

ზუგდიდის ორგანიზაცია არის მრავალფეროვანი, რითაც მე ვამაყობ, ბევრი უჭერს მხარს ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას, მათ შორის ჩვენც, პარტიაში ასევე არიან ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ სხვა კანდიდატებს. მინდა წარმატება ვუსურვო ყველა კანდიდატს. ჩვენთვის მთავარია, რომ ციხიდან ვიხსნათ მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია", - განაცხადა ლევან კონჯარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები