პოდოლიაკი - თქვენ მაინც დაეხმარებით უკრაინას, უფრო სწრაფად იფიქრეთ

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის ყოველი შეფერხება ადამიანის სიცოცხლეა. ზოგიერთი ქვეყნის მიერ გადაწყვეტილების ვერ მიღება უკრაინელებს კლავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკი დარწმუნებულია, რომ პარტნიორები საბოლოოდ მიაწვდიან უკრაინას საჭირო აღჭურვილობას, ვინაიდან ომის დასრულების ერთადერთი გზა რუსეთის დამარცხებაა, თუმცა სამხედრო დახმარების გაჭიანურება მხოლოდ ომს ახანგრძლივებს და ზიანს აყენებს უკრაინელებს.

"თქვენ მაინც დაეხმარებით უკრაინას საჭირო იარაღით და გააცნობიერებთ, რომ არ არსებობს ომის დამთავრების სხვა ვარიანტი, გარდა რუსეთის დამარცხებისა. ზოგიერთი ქვეყნის მიერ გადაწყვეტილების ვერ მიღება კიდევ უფრო მეტ ჩვენს ხალხს კლავს. ყოველი დაგვიანებული დღე უკრაინელების სიკვდილს ნიშნავს. უფრო სწრაფად იფიქრეთ", - წერს პოდოლიაკი.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, "ლეოპარდის" ტანკების მისაწოდებლად, თუ მას ექნება შესაბამისი შეთანხმებები მოკავშირეებთან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები