ნიკა მელია - დიდი პოლიტიკური ცვლილებები დადგება ჯერ "ნაციონალურ მოძრაობაში" და შემდეგ ქვეყანაში

დიდი პოლიტიკური ცვლილებები დადგება ჯერ პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" და შემდეგ უკვე ქვეყანაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ზუგდიდში განაცხადა, სადაც მხარდამჭერებს შეხვდა.

"ეს საარჩევნო პროცესი, რომელიც დაიწყო რბილად რომ ვთქვათ უადგილოდ, მიუღებელი ფორმებით და საერთო პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის ზიანის მიყენებით, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, სულ რამდენიმე დღეში არჩევნები ჩატარება პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" და რომლის შედეგები შემდეგ პროეცირდება მთელს ქვეყანაში.

დიდი პოლიტიკური ცვლილებები აუცილებლად დადგება ამ ქვეყანაში, დიდი პოლიტიკური ცვლილებები დადგება ახლა ჯერ პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" და შემდეგ ფართო საზოგადოებრივი ერთობის ფორმატში დადგება უკვე ქვეყანაში", - განაცხადა ნიკა მელიამ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს და მასში ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი მიიღებენ მონაწილეობას. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები