გიორგი მუმლაძე - ნიკა მელიას და სხვა კანდიდატებს დებატებში ვიწვევ

ჩემი ოპონენტები ძირითადად დაკავებული არიან ერთმანეთზე რაღაცების დაბრალებით, ნაკლებს ლაპარაკობენ გეგმებსა და ხედვებზე, როგორ უნდა გაძლიერდეს პარტია "ნაციონალური მოძრაობა“, ამიტომ, ნიკა მელიას და სხვა კანდიდატებს დებატებში ვიწვევ, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თანამედროვე სამყაროში პოლიტიკური დებატი არის ერთ-ერთი საშუალება, რომ დემოკრატიული პროცესი იყოს ჯანსაღი და ადამიანებმა შეაფასონ, ვის რა ხედვა და გეგმა აქვს.

"ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ, როგორ უნდა განვითარდეს პარტია და როგორ უნდა გახდეს ძლიერი. თანამედროვე სამყაროში პოლიტიკური დებატი არის ერთ-ერთი საშუალება, რომ დემოკრატიული პროცესი იყოს ჯანსაღი და ადამიანებმა შეაფასონ, ვის რა ხედვა, გეგმა და უპირატესობები აქვს და არა ის, რომ უბრალოდ დაჯდე შენთვის კომფორტულ გარემოში, ილაპარაკო ზღაპრები და იჭორაო ადამიანებზე.

ახლა პრობლემაა ადამიანების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, ანუ ვერ ხერხდება პროგრამით ადამიანების ეფექტურად იდენტიფიცირება, ვინ იღებს არჩევნებში მონაწილეობას. თავად პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ „ფეისბუქის“ მეშვეობით დადგენილიყო პოლიტიკური შეხედულებები, რადგან არ მომხდარიყო „ქართული ოცნების“ და სხვა პოლიტიკური პარტიების პროცესში ჩართვა. რადგან ეს ვერ ხერხდება ეფექტურად, ბუნებრივია, არსებობს ეჭვები, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა გავლენა მოახდინონ შედეგებზე. მათ შორის ერთ-ერთი, ვისაც ყველაზე მეტად არ უნდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებები, არის „ქართული ოცნება“, რადგან მას აწყობს ასეთი სუსტი „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები