უკრაინელმა სამხედროებმა ნახევარ საათში სამი რუსული კა-52 ჩამოაგდეს

24 იანვარს, უკრაინელმა სამხედროებმა სამი რუსული კა-52 ვერტმფრენი გაანადგურეს, ამისთვის სამხედროებს მხოლოდ 30 წუთი დასჭირდათ, - ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

"2023 წლის 24 იანვარს, 00.00 საათიდან 00.30 საათამდე, უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ჯარებმა გაანადგურეს სამი რუსული თავდასხმის ვერტმფრენი აღმოსავლეთის მიმართულებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ინფორმაციით, რუსები აგრძელებენ შეტევას ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით, მიუხედავად მრავალი დანაკარგისა. კუპიანსკის მიმართულებით მათ ჩაატარეს წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები, დამპყრობლების ყველა შეტევა მოიგერიეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები