დავით კეზერაშვილის საქმეზე შემდეგი სხდომა 16 თებერვალს გაიმართება

"ფორმულას" დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის საქმეზე შემდეგი სხდომა სააპელაციო სასამართლოში 16 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება. სასამართლომ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო, სადაც დაცვის მხარის შუამდგომლობები განიხილეს. 

ადვოკატებს პოზიტიური მოლოდინები არ აქვთ და ელიან, რომ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და ფორმულას დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონ ევროს დააკისრებს.

იძულებითი აღსრულების შემთხვევაში, "ფორმულას" შესაძლოა, ყადაღა დაემუქროს. 

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ზუკა გუმბარიძის განცხადებით, კეზერაშვილის საქმის განხილვა "ფორმულას", როგორც კრიტიკული მედიის ჩახშობის მცდელობაა ხელისუფლების მხრიდან. 

2022 წლის 29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ "ფორმულას" დამფუძნებელს დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები