სტოლტენბერგი - რუსული ბირთვული რიტორიკა სრულიად უპასუხისმგებლო და სახიფათოა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი მცირეა, მაგრამ კრემლის "ბირთვული რიტორიკა“ უპასუხისმგებლო და საშიშია.

"ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი მცირეა, მაგრამ რუსული ბირთვული რიტორიკა სრულიად უპასუხისმგებლო და სახიფათოა. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და შესაბამისად, მისი წარმოება შეუძლებელია", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო აგრძელებს მოსკოვის ქმედებების ყურადღებით მონიტორინგს. მისი თქმით, ამ დროისთვის, რუსეთის ბირთვულ ძალებში ცვლილებები არ არის.

"ასე რომ არ ყოფილიყო, ჩვენ აუცილებლად გვექნებოდა რეაგირება, მაგრამ ამ რიტორიკით ჩვენი შანტაჟიც კი რომ დავუშვათ, მსოფლიო უფრო საშიში გახდება. მაშინ რუსეთი გამოიგონებს ამ ბირთვულ საფრთხეს, როცა რაღაცის მიღწევა მოუნდება", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები