Spiegel - უკრაინა ევროპიდან 80 Leopard-ს მიიღებს, გერმანული ტანკები ქვეყანაში მარტში ჩავა

ევროპის ქვეყნები უკრაინისთვის 80 ლეოპარდის ტანკის მიწოდებას გეგმავენ. ამავდროულად, გერმანული ტანკები უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მარტის ბოლომდე იქნება, - წერს გერმანული გამოცემა Spiegel.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მთლიანობაში ევროპა უკრაინისთვის თანამედროვე ტანკების ორი ბატალიონის გადაცემას გეგმავს და თითოეულში 40 ერთეული იქნება. Abrams-ის ტანკების კიდევ ერთ ბატალიონი აშშ ამზადებს.

"გერმანელები მონაწილეობას მიიღებენ ერთი ბატალიონის შეკრებაში, Leopard 2A6-ის მოდელის ტანკები ასევე აქვს ფინეთს, ესპანეთს და ნიდერლანდებს. მეორე ბატალიონს Leopard-2А4-ით შეკრებენ პოლონეთი და ნორვეგია, მესამე ბატალიონი კი იქნება აშშ-დან, დაახლოებით 30 M1 Abrams ძირითადი საბრძოლო ტანკით, თუმცა ეს ოფიციალურად ჯერ არ არის გამოცხადებული", - წერს გამოცემა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები