ნიკა მელია - რაიმე აქტივობა გახსენდებათ პარლამენტში? მე ვუშლი ხელს, მე არ ვავალებ?!

საპარლამენტო სხდომის დარბაზში ჩემი შესვლისას ნამდვილად გავარვარებული საპარლამენტო პროცესი იყო, მსგავს რამეს ხედავთ ახლა? – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

"გახსოვთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიყავი პარლამენტის წევრი. არ არსებობდა ჩემი საპარლამენტო სხდომის დარბაზში შესვლა და იქ არ ყოფილიყო ნამდვილად გავარვარებული პოლიტიკური საპარლამენტო პროცესი, მსგავს რამეს ხედავთ თქვენ იქ? იქ არ ჰყავთ კობახიძე, მდინარაძე?! 

ბატონები, რომლებიც ეთერებში დადიან, საუბრობენ მიხეილ სააკაშვილის დახსნაზე, თუმცა დღემდე არანაირ გეგმას არ წარმოადგენენ. საუბრობენ უკმაყოფილობაზე, რომელიც რა არის და რას შეიცავს, არავინ იცის. ამავე დროს არიან მოქმედი პარტიული მაღალი თანამდებობების პირები, ზოგ მათგანს რამდენიმე თანამდებობა უკავია და არიან მოქმედი პარლამენტის წევრები. 

რაიმე აქტივობა გახსენდებათ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში? მე ვუშლი ხელს, მე არ ვავალებ?!“ – განაცხადა ნიკა მელიამ "ფორმულას“ ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები