გიული ალასანია - დღეს არის 68 კილოგრამი, ე.ი დაიწყო კახექსიის ძალიან სწრაფი პროცესი, არ უნდათ აღიარონ, რომ არის ძალიან მძიმე

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ კახექსიის ძალიან სწრაფი პროცესი დაიწყო და მესამე პრეზიდენტი უკვე 68 კილოგრამს იწონის. 

"ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, ეს ტყუილები, რომ არ უნდათ აღიარონ, რომ ადამიანი არის მოწამლული, აი, ეს არის პრობლემა. ყველა დანარჩენი პრობლემა მომდინარეობს ამ საწამლავიდან, რომელიც არის მძიმე მეტალები. აქ ყველა ტყუის თავიდან ბოლომდე. ჩვენ ვიცით, რომ ერთი ადამიანი იღებს ქვეყანაში გადაწყვეტილებას, უშუალოდ ამათთან ვის აქვს კავშირი ეს არ ვიცი. მეც ამ ტყუილებში ხომ ვეღარ მივიღებ მონაწილეობას არაა, ფაქტობრივად მთელი ვერტიკალი ტყუის. გონების დაკარგვას აქვს მოწმობა, ჩაწერა ხდება, საერთოდ უარყოფენ, რომ მსგავსი არაფერი მომხდარაო და როგორ არაფერი მომხდარა, როდესაც ამას ჰყავდა მოწმე - სანიტარი, ექთანი და საბადრაგო სამსახური. 

ადამიანს ჰქონდა 120 კილოგრამი წონა, დღეს არის 68 და რაღაც გრამები. ესე იგი, დაიწყო კახექსიის ძალიან სწრაფი პროცესი. ყველაფრის მიუხედავად რეანიმაციაზე ლაპარაკი არ არის, თუმცა მიერთებულია ადამიანი მთელი ღამე და ექთანი უზის მთელი ღამე. არ უნდათ აღიარონ, რომ არის ძალიან მძიმე და გადასაყვანია. ორგანიზმი ჩამოიშალა მთლიანად. ეს თუ არის საშუალო სიმძიმის ავადმყოფი, მაშინ, მე არ ვიცი მძიმე ავადმყოფი რა არის",- განაცხადა გიული ალასანიამ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები