ირაკლი კობახიძე - ეს არის სკანდალური განცხადება თავისი შინაარსით, იმედი მაქვს, რომ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა შესაბამის ზომებს მიიღებს

"მე პირდაპირ ვიტყვი, ეს არის სკანდალური განცხადება. მე წლების მანძილზე ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციაში და ვიცი, თუ როგორია სტანდარტი, როგორც  საერთაშორისო ორგანიზაციაში, ასევე ნებისმიერ უცხოურ ორგანიზაციაში. ნებისმიერ თანამშრომელს, მითუმეტეს მაღალი რანგის თანამშრომელს მოეთხოვება პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ასეა, რა თქმა უნდა, USAID შემთხვევაშიც’’, –  ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ USAID-ის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის, PROLOG -ის ხელმძღვანელის მოადგილის და მართლმსაჯულების პოლიტიკისა და კანონმდებლობის რეფორმების მიმართულების ხელმძღვანელის ინგა თოდრიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც თოდრია წერს, რომ ქვეყანა 10 წლით მოდუნდა და ახლა ცვლილებების და გამოღვიძების დროა, რაც რეალურად გამოაჩენს იმას, თუ რის თავი აქვს საზოგადოებას.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, ეს განცხადება შემაშფოთებელია და რა თქმა უნდა, საჭიროებს შესწავლას. 

მისი თქმით, ეს ფაქტი  კონკრეტულ ორგანიზაციაში  პრობლემებზე მინიშნებს.

"თუმცა ვხედავთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე აკეთებს არამარტო პოლიტიკურად მიკერძოებულ განცხადებას, არამედ აქვს, პირდაპირი მოწოდება ხელისუფლების ცვლილებისკენ. ეს არის, რა თქმა უნდა შემაშფოთებელი და განცხადება თავისი შინაარსით არის, ბუნებრივია, სკანდალური. მე, იმედი მაქვს, რომ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა დაინტერესდება ამ განცხადებით და მიიღებენ კიდეც, შესაბამის ზომებს. იმედია, რომ მომავალში ასეთი სკანდალური ინფორმაციები აღარ გაჟღერდება. მანამდე იყო გახსოვთ მოსამართლე ჩხიკვაძის სკანდალი, სადაც ის საუბრობდა იმაზე, რომ დაიბარეს და ანგარიში მოთხოვეს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რაც არის საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევა. ეს ფაქტი თუ დადასტურდა, ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება. ეს არის კიდევ ერთი სკანდალური ფაქტი და სკანდალური განცხადება, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაცები არის მოსაწესრიგებელი კონკრეტულ ორგანიზაციაში,’’ - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები