ბაჩო დოლიძე - მჯერა, პირველივე ტურში დავასრულებთ ყველაფერს და შევძლებთ გადაწყობას

არჩევნების შემდეგ ჩვენ შევძლებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რათა პარტია ძლიერად შეხვდეს მთავარ გამოწვევებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ მე მჯერა, პირველივე ტურში ნიკა მელია გაიმარჯვებს, მეორე ტურის არდაშვება, არ მგონია, სწორი იყოს. გამომდინარე იქიდან, რომ 50 000-მდე ადამიანია რეგისტრირებული და გადაჭრით თქმა, ხმები როგორ გადანაწილდება, რთულია. მჯერა, პირველივე ტურში დავასრულებთ ყველაფერს და შევძლებთ გადაწყობას. არჩევნების შემდეგ ჩვენ შევძლებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რათა პარტია ძლიერად შეხვდეს მთავარ გამოწვევებს, მაგრამ მეორე ტურის არდაშვებაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ასე გამორიცხვით არ შეიძლება.

წინასაარჩევნო პროცესი როგორც მიმდინარეობდა, ყველამ ნახეთ. სამწუხაროდ, ვერ ავცდით ბინძურ ხრიკებს, რიტორიკას. ამით ჩვენ ყველამ შეცდომა დავუშვით და შეურაცხყოფა მივაყენეთ ჩვენს ამომრჩეველს. აბსოლუტურად ყველას ვგულისხმობ ამ თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხრიდან მოდიოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ვალდებულება და პასუხისმგებლობა ჩვენ, ყველას გვაქვს ამ პროცესებზე. ვისურვებდი, ეს ყველაფერი არ ყოფილიყო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის განმსაზღვრელი და შემაფასებელი მაინც ჩვენი ამომრჩეველია, რომელიც გააკეთებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას იმაზე დაყრდნობით, რომელი კანდიდატი როგორ წარსდგა, როგორი რიტორიკა ჰქონდა. 

ჩემი აზრით, პარტია რეპუტაციულად არ დაზიანდება, მაგრამ იმ ადამიანების იმიჯზე, რომლებმაც ამ არჩევნების პერიოდში ცუდად გამოიჩინეს თავი, ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება, რაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები