ილჰამ ალიევი - მოვითხოვთ ამ ტერორისტული აქტის სწრაფ გამოძიებას

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას გმობს და მომხდარის სწრაფ გამოძიებას მოითხოვს.

"მტკიცედ ვგმობ ტერორისტულ აქტს, რომელიც დღეს თეირანში, ჩვენი საელჩოს მიმართ განხორციელდა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უფროს ლეიტენანტ ორჰან რიზვან ასკეროვის ოჯახისა და ახლობლების მიმართ, რომელიც საელჩოსა და მისი თანამშრომლების დაცვის უზრუნველყოფისას დაიღუპა. 

ჩვენ მოვითხოვთ ამ ტერორისტული აქტის სწრაფ გამოძიებას და ტერორისტების სწრაფად დასჯას. დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე ტერორისტული თავდასხმა დაუშვებელია“, - წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი Twitter-ზე.

ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა დღეს მოხდა, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი.

უახლესი ამბები