შალვა პაპუაშვილი - ნდობა ამ ორგანიზაციის მიმართ, ზოგადად, არ მაქვს, არც არასდროს მქონია

ნდობა ამ ორგანიზაციის მიმართ, ზოგადად, არ მაქვს, არც არასდროს მქონია მას შემდეგ, რაც შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეებზე ვისმენდით სიყალბეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

"სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არ გვჭირდება იმისთვის, რომ ეჭვი მეპარებოდეს „ემპათიის“ დასკვნებში. სხვა დროსაც მითქვამს, გავიხსენოთ ყველამ შაქარაშვილის საქმე, ბაჩალიაშვილის საქმე, რას ამბობდა მაშინ „ემპათია“ და მისი ხელმძღვანელი. ეს იყო პირდაპირი სიყალბე, რაც მაშინ გვესმოდა ჩვენ ტელევიზიებიდან, ამ ორგანიზაციის მხრიდან. არ მინდა, დეტალებში ჩავიდე, მაგრამ ყველას ახსოვს და თქვენს არქივშიც ინახება, რა სიყალბეს ჰქონდა ადგილი. ეს იყო არა მხოლოდ პროფესიული ეთიკის დარღვევა, არამედ პირდაპირი სიყალბის გავრცელება. ამიტომ, თავისთავად, ნდობა ამ ორგანიზაციის მიმართ, ზოგადად, არ მაქვს, არც არასდროს მქონია მას შემდეგ, რაც შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეებზე ვისმენდით სიყალბეს, რომელიც შემდეგ დამტკიცდა.

მით უმეტეს, თუ საექსპერტო დონეზე დადასტურებულია, რომ არ არის სანდო მათი დასკვნა, ეს რა თქმა უნდა, ამყარებს ამ საკითხს.  ამ დასკვნის გარეშეც, ჩვენ ხომ ყველანი ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და გავიხსენოთ 2020 წელი, ის ორი საქმე, გავიხსენოთ, რას საუბრობდა მაშინ „ემპათიის“ ხელმძღვანელი და როგორ დადასტურდა, რომ ეს იყო სიცრუის ტირაჟირება, როგორც ექსპერტიზის დასკვნის გრიფის ქვეშ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები