ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაახანგრძლივოს შემაკავებელი ზომები რუსეთის ეკონომიკის ცალკეული სექტორების მიმართ ექვსი თვით, ანუ 2023 წლის 31 ივლისამდე, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

სანქციები  უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების გამო პირველად 2014 წელს შემოიღეს, 2022 წლის თებერვლის შემდეგ კი, როდესაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

ამჟამად სანქციები მოიცავს სექტორული ღონისძიებების ფართო სპექტრს, მათ შორის ვაჭრობის, ფინანსების, ტექნოლოგიებისა და ორმაგი დანიშნულების საქონელზე, მრეწველობაზე, ტრანსპორტსა და ფუფუნების საქონელზე შეზღუდვებს. 

მსგავსი სიახლეები