გიული ალასანია - არავითარი ქართველი იქ არ იგულისხმება არანაირად, ლაპარაკია უკრაინაზე

არავითარი ქართველი იქ არ იგულისხმება არანაირად, ლაპარაკია უკრაინაზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა. 

"შპიგელმა" დაბეჭდა საკმაოდ ვრცლად, ეს მეტყველებს უკვე საკმაოდ დიდ ინტერესზე დასავლურ საზოგადოებაში და საერთოდ მსოფლიოში. ამასთან დაკავშირებით დაიწყო სპეკულაციები ვინ იგულისხმება, რა იგულისხმება, არავითარი ქართველი იქ არ იგულისხმება არანაირად, ლაპარაკია უკრაინაზე.  ახლა არის ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ტერმინი რუსეთში, რაც ნიშნავს საინფორმაციო ფსიქოლოგიურ სპეცოპერაციას. ჩემი შვილის შემთხვევაში მიდიოდნენ სხვადასხვა ადგილში, სადაც ნახავდნენ – იქნებოდა ეს აეროპორტი, კაფე თუ ქუჩა – და აფრთხილებდნენ, რომ მისი ჩამოსვლა არის აუცილებელი, ეს უნდა მოხდეს ოქტომბრამდე, უსათუოდ ოქტომბრამდე. რატომ? იმიტომ, რომ მზადდებოდა ეს ოპერაცია უკრაინაში და ამ დროს ის არ უნდა ყოფილიყო ზელენსკის გვერდით. ეს იყო ამოცანა და ამ ამოცანას მიაღწიეს. მიაღწია კრემლმა და ჰყავს ახლა აქ გამოკეტილი უკვე წელიწადი და ოთხი თვეა და, ფაქტობრივად, კლავენ. ეს არის კრემლის სპეცოპერაცია, რომელსაც, სამწუხაროდ, აკეთებენ ქართული ხელისუფლების ხელით. კონკრეტულად არავისზე არ არის საუბარი. ვანო მერაბიშვილზე არაერთხელ უთქვამს იგივე, რაც იქ არის დაბეჭდილი, ადრეც უთქვამს, რომ ამ მოვლენებთან მას არანაირი კავშირი არ აქვს", - განაცხადა ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილი გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ "არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც ადამიანები, ვინც მის დაბრუნებას გეგმავდა 2021 წლის ოქტომბერში, რუსეთის შემოგზავნილი აგენტები იყვნენ".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები