კობა ნაყოფია - პირველადი სიიდან ამოღებული იქნა 118 ადამიანი, მათ შორის სხვა პარტიის წარმომადგენლები

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის კობა ნაყოფიას თქმით, არჩევნებზე აქტივობა მაღალია.

მისი თქმით, ხმის მიცემამდე ყველა ამომრჩევლის იდენტიფიცირება მოხდა და სიიდან 118 ადამიანი ამოიღეს. 

"არჩევნებზე დაიშვა 49 638 ადამიანი, ანუ პირველადი სიიდან ამოღებული იქნა მხოლოდ 118 ადამიანი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიის წევრი და მხარდამჭერი დარეგისტრირდა არჩევნებზე. საბოლოო ჯამში, პრაქტიკულად ყველა ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა, მიუხედავად იმის, რომ იყვნენ ისეთია ადამიანებიც, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ზოგიერთი პარლამენტის წევრიც, ალბათ, თვითონ მიხვდებიან ვისზე ვსაუბრობ. 

პროცესი მიმდინარეობს კარგად, აქტივობა არის ძალიან მაღალი", - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები