ბაჩო დოლიძე - მე ვერ დავაკავშირე და თავად რატომ უკავშირებს საკუთარ თავს, ჩემთვის ცოტა გაუგებარია

არ ვიცი, რატომ ხდება ვანო მერაბიშვილის ასეთი დაცვა მიხეილ სააკაშვილის სტატიასთან დაკავშირებით, მე ვერ დავაკავშირე და თავად რატომ უკავშირებს საკუთარ თავს, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

"არ ვიცი, რატომ იყო ასეთი რეაქციები, მე პირადად წავიკითხე ის, რაც ეწერა და არავისზე არ მიფიქრია, ჩემი პოზიციაც რომ მქონდეს, ამ საარჩევნო პერიოდში არ ვაპირებ ამაზე საუბარს. არ მინდა, ჩემი ეს განცხადება საარჩევნო პერიოდში იქნას გამოყენებული ან მანიპულაცია მოყვეს. რატომ მიიღეს ადამიანებმა კონკრეტულ ფიგურებზე, ჩემთვის ეს უცნობია. მე წავიკითხე სტატია, მგონი, ვინც წაიკითხა, ყველამ თავად უნდა გამოიტანოს აზრი, მაგრამ ის, რომ კონკრეტული ადამიანები ვიგულისხმო ამ ყველაფრის უკან, არასწორი იქნება. ამ საკითხზე ყველაზე მეტი იცის თავად მიხეილ სააკაშვილმა. დარწმუნებული ვარ, არც ისე დიდი წრეა, ვინც რეალურად იცის, რა მოხდა და როგორ, დანარჩენების მხრიდან ამაზე საუბარი არ მგონია, სწორი იყოს.

როგორ შეიძლება, ვინმეს დავაბრალო, ცილი დავწამო იმაზე, რაზეც არ მაქვს მტკიცებულება და ფაქტი. მიხეილ სააკაშვილი როდესაც გამოვა, დიდი იმედი მაქვს, რომ მალე მიეცემა სხვადასხვა საკითხზე თავის პოზიციის საჯაროდ გამოხატვის საშუალება, მისგან გავიგებთ ყველაფერს.

მე არ შემხვედრია არცერთი ადამიანი იმ გუნდში, რომელსაც მე წარმოვადგენ, რომ ასეთი ტიპის განცხადება გაეკეთებინოს. ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, ცილისწამება. დიდი იმედი მაქვს, არ იგულისხმეს, რომ თურმე ჩვენ ვიღაცისკენ ისრები გადაგვაქვს, დამიჯერეთ, ამ ისრების გადატანის გარეშე ჩვენ საკმაოდ ბევრი მტკიცებულება გვაქვს კონკრეტულ ადამიანებზე, ვინ უნდა იყოს ამ პროცესებში როგორი ფორმით ჩართული და ა.შ.

მე არ ვიცი, რატომ ხდება ასეთი დაცვა ვანო მერაბიშვილის ამ სტატიასთან დაკავშირებით, მე ვერ დავაკავშირე და თავად რატომ უკავშირებს საკუთარ თავს, ჩემთვის ცოტა გაუგებარია", - განაცხადა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები