Exclusive: ცნობილია ქალის ვინაობა, რომლის მკვლელობასაც შვილიშვილი გეგმავდა

ქალი, რომლის მკვლელობასაც შვილიშვილი გეგმავდა, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ვალენტინა საყვარელიძეა.

Front News-ის ინფორმაციით, ის ამ დროისთვისაც გამოკითხვაზე იმყოფება.

გამოძიების ცნობით, ვალენტინა საყვარელიძის მკვლელობას მისი შვილიშვილი გეგმავდა, რომელსაც ამ საქმისთვის დაქირავებული მკვლელისთვის 150 000 დოლარი უნდა გადაეხადა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ანგარების მოტივით განიზრახა საკუთარი ბებიის - 1951 წელს დაბადებული ვ.ს.-ის შეკვეთით მკვლელობა. მას ამ მიზნით დაქირავებული მკვლელისთვის უნდა გადაეხადა 150 000 აშშ დოლარი. ა.ს.-მ პირს, რომელსაც უნდა შეესრულებინა მისი ბებიის მკვლელობა, დაუსახელა მსხვერპლის სახელი ასაკი, საცხოვრებელი მისამართი და ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაუგზავნა ბებიის ფოტოსურათი. ბრალდებულმა დანაშაულის მომზადებისთვის წინასწარ გადასცა გარკვეული თანხა, ხოლო შეკვეთის შესრულების შემდგომ დაჰპირდა დარჩენილი თანხის გადახდას.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების, ასევე, ფარული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ა.ს. დააკავა.

ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის "კ“ და "ნ“ ქვეპუნქტებით.

დანაშაული თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

უახლესი ამბები