უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 126 160 (+650) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 29.01.2023-მდე: ტანკები - 3 197 (+8), ჯავშანტექნიკა - 6 366 (+22), საარტილერიო სისტემები - 2 195 (+7), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 453 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 221 (+0), თვითმფრინავი - 293 (+0), ვერტმფრენები - 284 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 1947 (+0), ფრთოსანი რაკეტები - 796 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 5 037 (+10), სპეციალური ტექნიკა - 199 (+0).