მეუფე ნიკოლოზი - 30 წელზე მეტია, ამას ვაკეთებ და ჩემთვის არასდროს არავის უთქვამს უარი ავადმყოფის ზიარებაზე

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი კლინიკა "ვივამედში" მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მივიდა, თუმცა ის პალატაში არ შეუშვეს.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს PCR-ტესტს აუღებენ და ამის მიხედვით გადაწყდება როდის იქნება შესაძლებელი მისი მონახულება.

"ასეთი რაღაც მითხრეს, რომ კიდევ უნდა აუღონ ტესტი, PCR და იმის მიხედვით. მე მართალი გითხრათ, არ ვიცი, ეს რას ნიშნავს, ავად რომ არის მაშინ უნდა ადამიანს ზიარებაც და გამოჯანმრთელებაც და მე მით უმეტეს მზად ვიყავი შევსულიყავი. საზიარებლად ვიყავი მოსული და პირველი შემთხვევაა ჩემ პრაქტიკაში, 30 წელზე მეტია, ამას ვაკეთებ და ჩემთვის არასდროს არავის უთქვამს უარი ავადმყოფის ზიარებაზე. 

ადამიანს აქვს უფლება იცოცხლოს და თუ აქ, ამ ქვეყანაში არ ხერხდება, მისი მკურნალობა უცხოეთში უნდა გაგრძელდეს, ამაში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები