მოსამართლე არევაძემ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა საქმეს დაურთო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმეს  სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა დაურთო.

სააკაშვილის დაცვის მხარე დასკვნის საქმისთვის დართვის წინააღმდეგი იყო. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ეს სამართლებრივი ნონსენსი იყო და მოსამართლეს ამის საფუძველი არ ჰქონდა.

საუბარია იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი.

უახლესი ამბები