კობა ნაყოფია - ვერ ვხედავ პარტიის ფუნქციას დღეს პარლამენტში, რას აკეთებს დღეს "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში?

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს ყოფილი თავმჯდომარე კობა ნაყოფია "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში ყოფნის აზრს ვერ ხედავს და გამოთქვამს მოსაზრებას, რომ პარტიამ საკანონმდებლო ორგანო დატოვოს, ხოლო ის დეპუტატები, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმებიან, შეუძლიათ დარჩნენ და დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით გააგრძელონ მუშაობა. 

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პარტიამ მარტში დაგეგმილ პოლიტსაბჭოს სხდომაზე უნდა მიიღოს და მნიშვნელოვანია პარტიის ერთობლივი გადაწყვეტილების დაფიქსირება.

"ინდივიდუალურად პარლამენტის რომელიმე წევრმა რომ დატოვოს პარლამენტი, ეს არის მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება. აქ არ არის საუბარი პარლამენტის წევრის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე. საუბარია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, როდესაც პარტია ენმ იღებს გადაწყვეტილებას პარლამენტის დატოვების შესახებ. ანუ, პარტიის პოლიტსაბჭო იღებს გადაწყვეტილებას, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დატოვოს პარლამენტი. ის პარლამენტარები "ნაციონალური მოძრაობიდან", ვინც დატოვებენ პარლამენტს, რა თქმა უნდა, დატოვებენ და ვინც დარჩებიან, უკვე შეუძლიათ სხვა ფრაქციაში გადავიდნენ, დამოუკიდებელი დეპუტატები იქნებიან, ან რაღაცა, მაგრამ პარტია არ იქნება წარმოდგენილი.

პარტია რომ არ იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, ამას სჭირდება პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამაზეა საუბარი. თორემ,  დიდი ხანია, ჩემი მოსაზრება და დამოკიდებულება ამ საკითხზე ცნობილია. პირველივე დღიდან, მომხრე ვიყავი ზოგადად არც შევსულიყავით, მომხრე უკვე შესვლის მერე გამოსვლის. 

დავასახელე კიდევაც, არის რამდენიმე დეპუტატი, რომელიც ამ თემას აქტიურად იხილავს შიგნით პარტიაში, მაგრამ კონსენსუსი ვერასდროს ვერ იქნა მიღწეული. და იქნებ ახლა მაინც იქნას მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს მიერ, რომ პარტიამ დატოვოს პარლამენტი. ვერ ვხედავ პარტიის ფუნქციას დღეს პარლამენტში, რას აკეთებს დღეს "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში? ბევრად ეფექტური იქნებოდა ბრძოლისთვის და სამომავლოდაც, რომ დაეტოვებინა "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტი. ამას პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება", - აცხადებს კობა ნაყოფია "მთავართან".

მისი თქმით, ნონა მამულაშვილის ინიციატივის განხილვა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევასთან ერთად, ენმ-ის მომხრეებისთვის ეკითხათ აზრი პარლამენტში დარჩენა/არდარჩენაზე, პოლიტსაბჭომ ვეღარ მოასწრო. ახლა კი, მარტამდე დრო არის და იმ შემთხვევაში თუ პოლიტსაბჭოსაც ონლაინ ფორმატში აირჩევენ, ამ კითხვის დამატებაც შესაძლებელია. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები