ლევან ხაბეიშვილი - სააკაშვილის თავისუფლებისთვის მზად ვართ მანდატები დავტოვოთ პარლამენტშიც, საკრებულოებშიც და პარტიის ოფისი გავუფორმოთ ივანიშვილს

მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ჩვენ მზად ვართ მანდატები დავტოვოთ პარლამენტშიც, საკრებულოებშიც და პარტიის ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

"მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ხომ გინდათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაქრეს. ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, თუ ისინი დააყენებენ შედეგს, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, თუ გაუშვებენ მიხეილ სააკაშვილს, ამის სანაცვლოდ მე, ლევან ხაბეიშვილი და "ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, დავტოვოთ პარლამენტი, დავტოვოთ საკრებულოები 500-ზე მეტმა წევრმა და "ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს და დავიწყოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის მინუსებიდან. 

ჩათვალეთ, რომ ოპოზიცია არ არის საკრებულოებში, არ არის პარლამენტში, არ აქვთ არანაირი ოფისი, ეს ხომ მათი ოცნებაა. ხომ მაგიტომ ჰყავთ სააკაშვილი მძევლად? თუ ეს შედეგი დადგება, დღესვე მზად ვარ, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ეს პრობლემა 10 წუთში მოვაგვაროთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები