ხატია დეკანოიძე - ყველას მოვუწოდებ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ

ყველას მოვუწოდებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ პარტიის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის საპასუხოდ განაცხადა.

"კოლეგებთან შეუთანხმებლად ასეთი განცხადებები არ კეთდება. მე არ ვიცოდი ამ განცხადების შესახებ. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, ყველას მოვუწოდებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ. 

ძალიან არ მომწონს, როდესაც რეალურად ხდება მხოლოდ განცხადებები და იმის უკან არაფერი კონკრეტული ცვლილებები არ ხდება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოპულისტური პოლიტიკა, იმიტომ, რომ პოპულისტურ პოლიტიკას უბრალოდ მომავალი არ აქვს არათუ პარტიაში, არამედ ზოგადად.

იმიტომ, რომ ვინმეს არ ეგონოს, რომ მე რამე აზრის მანიპულაციას ვახდენ, ვაპირებ მივმართო პარლამენტის თავმჯდომარეს, დავტოვო საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი და რეალურად შემდეგ უკვე მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც რეალურად არის მე ვფიქრობ, პოპულისტური, მაგრამ მაინც საზიანო პარტიისთვის", - განაცხადა დეკანოიძემ.

ლევან ხაბეიშვილმა დღეს "ვივამედთან" განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, მზად არიან მანდატები დატოვონ პარლამენტშიც და საკრებულოებშიც. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები