მიხეილ სააკაშვილი - მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა, თუ საჭიროა სიცოცხლესაც მივცემ, თუ ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, გული უნდა იყოს დამარხული კიევში

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას მოსამართლეს მიმართა, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა და ადეკვატურ მკურნალობას ითხოვს. 

"მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა. ახლა მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და ერთადერთი, რასაც ვითხოვ, ეს არის მომეცეს საშუალება ადეკვატური მკურნალობის. თუ საჭიროა სიცოცხლესაც მივცემ. ჩემი მდგომარეობა არის მკვეთრად გაუარესებული", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქართულ ენაზე მიმართვის შემდეგ მან მიმართვა უკრაინულ ენაზე გააკეთა.

"ჩემს მიმართ ხორციელდება წამება და ვარ მოწამლული.  მე მინდა მოგმართოთ თქვენ - ვამაყობ, რომ ყველა აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხით, ვამაყობ, რომ პრეზიდენტი არის ზელენსკი, მადლობელი ვარ მისი ოფისის. 
 
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში, მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში, ის ეკუთვნის უკრაინას. დიდება უკრაინას, სიკვდილი ჩვენ მტერს", - განაცხადა სააკაშვილმა.

შემდეგ მან ბოდიში მოიხადა და მოსამართლეს აჩვენა როგორია ახლა მისი ფიზიკური მდგომარეობა, მოსამართლე არევაძემ კი ჩართვა გათიშა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ სააკაშვილს ჩართვა აღარ სურს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები