ლევან ხაბეიშვილი - იმ კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილთან, მთავარ კრიმინალთან ერთად სხედან, ხელები მიემტვრევათ დოკუმენტაციის გაყალბების გამო

ბიძინა ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა კარგად უნდა იცოდნენ, სხვათა შორის, სამთავრობო სხდომაზე ღარიბაშვილს კრიმინალი ჯანდაცვის და იუსტიციის მინისტრიც რომ უზის, აყალბებენ, მათ შორის, კონკრეტულ დოკუმენტაციას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უნდა იცოდნენ, პირდაპირი მნიშვნელობით, ხელები მიემტვრევათ, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილი დროულად გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მალე მორჩეს, ისედაც ამდენი ხნის განმავლობაში გაიწელა. ყველა ვხედავთ, ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პროცესები დაჩქარდეს, იწელება. მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად იცოდეს, არანაირი სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი არის მძევლობაში და ტყვეობაში არ და ვერ იქნება. შესაბამისად, გადაწყვეტილება აქვს მისაღები პრეზიდენტის სიკვდილსა და პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, გადაყვანას შორის. მნიშვნელოვანია სასამართლო პროცესები დასრულდეს სწრაფად. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, ვიდრე მიშა სააკაშვილი არის მძევლობაში და ტყვეობაში, სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი ამ ქვეყანაში ვერ იქნება. იმ კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილთან, მთავარ კრიმინალთან ერთად სხედან, ხელები მიემტვრევათ დოკუმენტაციის გაყალბების გამო“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები