თენგიზ წულაძე - თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს და 52 კილოზე ნაკლებზე ჩამოვა, მოკვდება

სადაც სიტყვა კახექსია გაისმის იქ მძიმეა, დემენციაზე უფრო მძიმე კახექსიაა, - ამის შესახებ ექიმმა ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

"წონის კლება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. წონის კლება არის ის, რასაც შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყვეს. კახექსია მარტო შიმშილობა არ არის. ესაა წონაში კლება. კახექსია ბევრ დაავადებებთან არის დაკავშირებული, რომელიც ამ პაციენტს არ აქვს და პროტოკოლით თუ მივუდგებით, ეს მთლად შიმშილით არაა გამოწვეული. ესაა ანემია და ტემპერატურა, რომლის გამომწვევი მიზეზი უცნობია. კახექსია სიცოცხლის ხანგრძლივობას მკვეთრად შეეხება", - განაცხადა წულაძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ვერ ჭამს, რადგან ანორექსია და კახექსია იწვევს როგორც გულისრევას, ისე უმადობას. 

როგორც წულაძემ აღნიშნა, ამ პროცესის მართვა პაციენტის მხრიდან ძალიან რთულია და მკურნალობის რთული პროტოკოლი აქვს.

"თავიდან როცა შიმშილობა დაიწყო, ალბათ არ ჭამდა და ახლა ვეღარ ჭამს. ანორექსია და კახექსია იწვევს გულისრევას და მადის დაქვეითებას. თან ეს არ არის პაციენტის მართვადი, ასე ადვილად ვერ მართავს ამ ამბავს, მას თავისი პროტოკოლი აქვს მკურნალობის საკმაოდ რთული", - განაცხადა თენგიზ წულაძემ.

მისივე თქმით, "თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს, გადააჭარბებს სხეულის მასის ინდექსს და 52 კილოზე ნაკლებზე ჩამოვა, მოკვდება, ადამიანი მეტს ვეღარ გაუძლებს".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები