ზელენსკი - მე ვსაუბრობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველდღიურად საჯაროდ აწამებენ და ვფიქრობ, რომ მათი მიზანი მისი მოკვლაა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის ამჟამინდელი მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მოკვლას აპირებს.

როგორც ზელენსკიმ ჟურნალისტებს კიევში ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდრე ვან დერ ბელენთან გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა, შეხვედრის დაწყებამდე მას მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები გადაეცა.

"ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.  ფოტოები დავით არახამიამ გადმომცა. მინდა ნახოთ, როგორ გამოიყურება", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და  ფოტოები საჯაროდ წარადგინა.

"მე მივიჩნევ, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს მას კლავს. თქვენ იცით, რომ მოწამლეს და ახლა ნელ-ნელა კლავენ", - განაცხადა ზელენსკიმ.

"საქართველო, მისი ხელმძღვანელობა - ვისკენ არიან ისინი დღეს? ისინი ნეიტრალური არიან თუ რუსეთის მხარეს? იმიტომ, რომ რუსეთი ექცევა თავის პოლიტიკოსებს ისე, როგორც დღეს საქართველოს ხელმძღვანელობა ექცევა არა საკუთარ პოლიტიკოსებს, არამედ უკრაინის მოქალაქეებს. თუ ისინი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ არიან და ა.შ. 

მინდა, პრესამ ნახოს, რა ხდება: უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. მე არ განვიხილავ კითხვას - რატომ დააკავეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოს პოლიტიკასა და დემოკრატიაზე. ეს მათი შიდა საქმეა. მე ვსაუბრობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველდღიურად საჯაროდ აწამებენ და ვფიქრობ, რომ მათი მიზანი მისი მოკვლაა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები