გიორგი ჩალაძე - დასავლური ქვეყნები და ინსტიტუტები მალე გადავლენ კონკრეტულ აღსრულებით ნაბიჯებზე მიხეილ სააკაშვილის მწამებლების წინააღმდეგ

ევროპარლამენტში ხვალინდელ დებატებს აუცილებლად მოჰყვება, კონკრეტული პოლიტიკური აქტის მიღება ჩვენი კოლეგების მხრიდან. დასავლური ქვეყნები და ინსტიტუტები მალე გადავლენ კონკრეტულ აღსრულებით ნაბიჯებზე მიხეილ სააკაშვილის მწამებლების წინააღმდეგ, - ამის შესახებ გიორგი ჩალაძემ განაცხადა.

"ჩვენ ვიხილეთ ძალიან სწორი და დროული გადაწყვეტილება. ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ დააყენა გადაუდებელი საგანგებო საკითხი, რის შემდეგაც ქალბატონი მეცოლას ხელმძღვანელობით, კენჭისყრის აბსოლუტური უმრავლესობით მიღებულ იქნა გეგმური სესიის დროს პრეზიდენტ სააკაშვილის დამძიმებული მდგომარეობის შესახებ საგანგებო დებატების გადაწყვეტილება.

რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ვიდრე ქართველი მაღალჩინოსნები, "ქართული ოცნების“ პოლიტიკური ესტაბლიშმენტი მსჯელობს და ქირქილებს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ ჭამს ან კაპრიზობს, ეს არის სიმულაცია და შოუ, ამ დროს, ჩვენი ევროპელი მეგობრები ზუსტად ხედავენ იმას, რაც თქვა სახალხო დამცველმა, რაც თქვა ჯიშკარიანმა თავის მაღალკვალიფიციურ საერთაშორისო დასკვნაში, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მოწამვლის მსხვერპლი არის დამძიმებულ მდგომარეობაში, ის საჭიროებს არათუ რეანიმაციაში გადაყვანას, არამედ დაუყოვნებლივ უნდა იყოს გათავისუფლებული და მიეცეს საშუალება, მიიღოს სამედიცინო მომსახურება იქ, სადაც ამის საშუალება არის. ეს არ არის საქართველო. ამის ხაზგასმა იყოს დღეს მიღებული გადაწყვეტილება, რომ ხვალ ევროპარლამენტმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ იდებატოს საგანგებოდ გადაუდებელ რეჟიმში. 

მინდა, გაცნობოთ, რომ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ჩვენს გუნდთან ერთად როგორც ევროკომისიაში, ასევე სხვა ევროინსტიტუტებში და ძალიან მალე, მიმდინარე დღეების განმავლობაში ჩვენ ვიხილავთ ასევე მათ პოზიციებს. 

ჩვენ, მიხეილ სააკაშვილის წამების და არაადამიანური მოპყრობის შესახებ, მასალებსა და ფაქტებს აქტიურ რეჟიმში ვაწვდიდით ევროპარლამენტარებს, მათ შორის, ბოლო თვეებში განხორციელებული საქმიანი ვიზიტების ფარგლებში. ჩვენ, ასევე მივაწოდეთ  პარტნიორებს ინფორმაცია, ბოლო დღეების ცნობების შესახებაც, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის გადაუდებლობაზე და მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო საქმის მასალების გაყალბების მცდელობაზე. ევროკავშირი და მთლიანად დასავლური სამყარო, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ტყვეობის საკითხს, მიიჩნევს გადამწყვეტად ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ევროპარლამენტში ხვალინდელ დებატებს აუცილებლად მოჰყვება, კონკრეტული პოლიტიკური აქტის მიღება ჩვენი კოლეგების მხრიდან. დასავლური ქვეყნები და ინსტიტუტები მალე გადავლენ კონკრეტულ აღსრულებით ნაბიჯებზე, მიხეილ სააკაშვილის მწამებლების წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილის გადარჩენასა და გადაუდებელ ჰუმანიტარულ ტრანსფერს, დასავლეთი აღიქვამს, როგორც ქართული დემოკრატიის გადარჩენის ერთადერთ მექანიზმს.

ჩვენ, ვაგრძელებთ პარტნიორებთან კომუნიკაციას და სასამართლოს მიერ სასიკვდილო განაჩენის მიღების შემთხვევაში, მზად ვართ გადავიდეთ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე. ეს არის მძიმე ბრძოლა, რომელშიც დრო არ გვაქვს. ახლა არ არის ლაქლაქის დრო, ის პროპაგანდა, რაც მიმდინარეობს ეთერებში, უნდა დასრულდეს. პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი არის უმთავრესი ამ პარტიისთვის და იმ ხალხისთვის, ვისთვისაც პრეზიდენტი სააკაშვილი, ადამიანის უფლებები და სიცოცხლე არის უმთავრესი“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები