ვატო შაქარიშვილი - ქვეყანა თავზე ენგრევა, ყოველდღიურად ასობით ადამიანი ეღუპება, ეს კიდე სიმულიანტი დამნაშავის ფოტოებით დარბის

“ტერიტორიებს კარგავს, მილიონობით უკრაინელი ლტოლვილად აქცია, ეს კიდე სიმულიანტი დამნაშავის -  სააკაშვილის ფოტოებით დარბის,  ზელენსკი გვევლინება ანტიქართული შეთქმულების ავანგარდში!”- ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა “აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი წერს.

როგორც შაქარიშვილმა აღნიშნა, დაწყებული ელჩის გაწვევით, არ დარჩენილა უმაღლესი თანამდებობის პირი ომში ჩართვისკენ რომ არ მოეწოდებინა.

“ქვეყანა თავზე ენგრევა, ყოველდღიურად ასობით ადამიანი ეღუპება, ტერიტორიებს კარგავს, მილიონობით უკრაინელი ლტოლვილად აქცია, დარჩენილი მოსახლეობის კვების და გათბობის უმძიმესი პრობლემები აქვს… ეს კიდე სიმულიანტი დამნაშავის -  სააკაშვილის ფოტოებით დარბის…

ზელენსკი გვევლინება ანტიქართული შეთქმულების ავანგარდში! ამ ყველაფერზე კასიანოვის საგარეოში დაბარება ნამდვილდ ვეღარ იქნება შესაფერისი პასუხი! მეტი რა უნდა გააკეთოს უკრაინის ხელისუფლებამ?! დაწყებული ელჩის გაწვევით, არ დარჩენილა უმაღლესი თანამდებობის პირი ომში ჩართვისკენ რომ არ მოეწოდებინა, ხან რას აბრალებენ ჩვენს ქვეყანას და ხან რას?! ომს თუ გამოგვიცხადებენ ოფიციალურად, მეტი რაღა დარჩა…?

P.S. სააკაშვილმა “შპიგელში” დაწერა უკრაინაში ჩანერგილმა რუსეთის სპეცსამსახურებმა გამომაგზავნეს არაჟნებთან ერთადო და ზელენსკიც უმალ გააქტიურდა… ბევრი აქვს ეტყობა ამაზეც მოსაყოლი…”- წერს შაქარიშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები