ლავროვი - მათ სურთ, საქართველო გადააქციონ მორიგ გამაღიზიანებლად, დააბრუნონ სიტუაცია სააკაშვილის აგრესიულ დროში

საქართველოს მთავრობა, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნის თაობაზე დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთს სურს, საქართველო რუსეთის გამაღიზიანებლად გადააქციოს.

"ახლა საქართველოში, პრეზიდენტთან ერთად, არის მთავრობა, რომელიც უპრეცედენტო ზეწოლისა და მოთხოვნის, შეუერთდეს სანქციებს, გახსნას მეორე ფრონტი – ასეთი ტერმინოლოგიაც კი ისმის უკვე: "მოგეხსენებათ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, გვაქვს ტურიზმი და ვიღებთ ენერგორესურსებს", - განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, "ეს აკმაყოფილებს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს".

"ეჭვი არ მეპარება, რომ მათ სურთ, საქართველო გადააქციონ მორიგ გამაღიზიანებლად, დააბრუნონ სიტუაცია სააკაშვილის აგრესიულ დროში“, – აღნიშნა ლავროვმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები