გიული ალასანია - რა ვიცი რისი იმედი აქვთ, სათითაოდ მისწვდებიან ყველას, ვინც ამ პროცესებშია ჩართული

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებს გამოეხმაურა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფაქტობრივად მთელი მსოფლიო დადგა ფეხზე და ზელენსკიმ, რომელიც დღეს არის მსოფლიო ლიდერი, აღიარებული ლიდერია დღეს მსოფლიოში, მიმართა მთელ მსოფლიოს, რომ გადაარჩინონ მისი მოქალაქე.  

ეს რეზოლუციები კი ბატონო, მიღებული იქნება ყველანაირი ზომა გარედან და რა ვიცი აქ რა ილუზია აქვთ და რისი იმედი აქვთ, სათითაოდ მისწვდებიან ყველას, ვინც ამ პროცესებში არის ჩართული", - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 

"მდგომარეობა არის რა თქმა უნდა მძიმე, კალიუმი ძალიან დაბალი, ლეიკოპენია აქვს, მოკლედ ყველაფერი არის, ფაქტობრივად, შიგნით ადამიანს ორგანო აღარ დარჩა ჯანმრთელი", - აღნიშნა ალასანიამ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები