პუტინი - რუსეთი მუქარებს უპასუხებს და საქმე ჯავშანტექნიკის გამოყენებით არ დამთავრდება

რუსეთს აქვს პასუხი მათთვის, ვინც მას ემუქრება, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა სტალინგრადის ბრძოლის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას.

"როგორც არაერთხელ მოხდა ჩვენს ისტორიაში, ჩვენ გავერთიანდით გადამწყვეტ ბრძოლაში და გავიმარჯვეთ. სტალინგრადის ბრძოლა სამართლიანად შევიდა ისტორიაში, როგორც რადიკალური შემობრუნება დიდ სამამულო ომში", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, "მზადყოფნა სამშობლოს და სიმართლის გულისთვის ბოლომდე წავიდეს, ჩვენი მრავალეროვნული ხალხის ბუნებაშია და სწორედ ამ თვისებამ ხელი შეუწყო ნაციზმის დამხობას". 

"სტალინგრადის ბრძოლა გახდა ჩვენი ხალხის უძლეველობის სიმბოლო და სიცოცხლის ძალა. ამიტომ, გამარჯვებული ჯარისკაცების წინაშე მორალური მოვალეობაა, გულდასმით შევინარჩუნოთ ამ გმირობის ხსოვნა და არ დავუშვათ ისტორიის დამახინჯება.

ნაციზმი მისი თანამედროვე ფორმით არის საფრთხე რუსეთისთვის, რასთან დაკავშირებითაც აუცილებელია კოლექტიური დასავლეთის აგრესიის მოგერიება", - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, ახლა მოსკოვს კვლავ ემუქრება გერმანული Leopard-ის ტანკებით და ასევე გეგმავენ "მასთან ბრძოლას უკრაინის ტერიტორიაზე ბანდერას ხელით". 

"ისინი, ვინც გერმანიას რუსეთთან ახალი დაპირისპირებისკენ უბიძგებენ და გამარჯვების იმედი აქვთ, ვერ ხვდებიან, რომ თანამედროვე დაპირისპირება ძალიან განსხვავებული იქნება. ჩვენ გვაქვს ის, რითაც პასუხის გაცემა შეგვიძლია და ჯავშანტექნიკის გამოყენებით საქმე არ დამთავრდება, ეს ყველამ უნდა გაიგოს", - განაცხადა პუტინმა.

მისივე მტკიცებით, "დასავლური ელიტების მცდელობის მიუხედავად, რუსეთმა შეინარჩუნა დიდი რაოდენობით მეგობარი ქვეყანა მთელს მსოფლიოში, ეს მოიცავს მოკავშირეებს ამერიკის კონტინენტზეც და ევროპაშიც".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები