ნიკა მელია - არასოდეს ამ პარტიას კაპიტულანტური პირობები არ გაუწერია და ასე საჯაროდ, სიამაყით არ განუცხადებია

მიხეილ სააკაშვილი თავისი პერსონალური თავგანწირვის ხარჯზე ჩამოვიდა და არა იმიტომ, რომ ლიკვიდაცია მოვახდინოთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", როგორც პარტიის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

"ამ 48 საათმა უფრო მეტი თანამებრძოლი შევიძინე, ძალიან ბევრმა დაინახა შედეგი. ეს პროცესი დაცლილი იყო პოლიტიკური პრაგმატიზმისგან, დაფუძნებული იყო შიშველ ემოციებზე და არარეალისტურ დაპირებებზე. ნამდვილად არ ვისურვებდი ახლა ლევანის ადგილას ყოფნას, ვშიშობ, რომ არ აღმოჩნდნენ ისინი ამ არარეალისტური დაპირებების ტყვეობაში.

თუკი სადმე შევარდნაზე და ასე ვთქვათ შეჭრაზე შეიძლება ვინმემ ისაუბროს და ეს გამოცდილება ჰქონდეს, ერთ-ერთი ვარ აქ და ეს გამოცდილება მიმიღია. საზოგადოებას გავუკიცხივარ თუ არ გავუკიცხივარ, ფაქტია, რომ ეს ჩემს ბიოგრაფიაში არსებობს. გაცილებით მარტივია ამის გაკეთება, როცა ამას საკუთარი თავისუფლების რისკის ფასად დგამ ნაბიჯს, მაგრამ როდესაც სხვისი სიცოცხლის საფრთხეა, რომელიც ტყვეობაშია, ასეთი განცხადება არაფერია ჩემს გარდა, პოპულიზმისა. სამწუხაროდ, მოხდა მიხეილ სააკაშვილის ინსტრუმენტალიზაცია, რაც მე არ მიკადრია და არც არასოდეს ვიკადრებ.

ამ 48 საათში დავინახე უფრო მეტი შეცდომა, იმედია პოზიციები გადახედილი იქნება და რაციონალურობას დაუბრუნდებიან, ვინაიდან ეს საერთო ბრძოლას წარმატებას არ მოუტანს. განცხადება, რომელიც თავიდან მეგონა ცოტა ირონიული და ვიფიქრე, ირონიას შეიცავდა, თუმცა მალევე მიიღო კარგად დამუშავებული გზავნილის ფორმა, მარტივად რომ ვთქვათ, კაპიტულანტური პოზიციაა. კაპიტულანტური პირობების გაწერა მოხდა თურმე.

ამას ვერ ავუვლი გვერდს, ამ პარტიას უბრძოლია, გაუმარჯვია, ხელისუფლებაში მოსულა, შეცდომები დაუშვია, მერე დაშვებული შეცდომების შედეგად ხელისუფლება დაუკარგავს, მერე შეცდომებზე გვისწავლია, მერე რაღაც ნაწილს შეცდომებზე არ უსწავლია და ამ ნაწილს პარტიის მართვა და ასე ხელისუფლებაში მოსვლაც სურს მომავალში, რაც მე უბრალოდ გამორიცხულად მეჩვენება, მაგრამ არასოდეს ამ პარტიას კაპიტულანტური პირობები არ გაუწერია და ასე საჯაროდ, სიამაყით არ განუცხადებია. იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი თავისი პერსონალური თავგანწირვის ხარჯზე ჩამოვიდა, არა იმიტომ, რომ ლიკვიდაცია მოვახდინოთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", როგორც პარტიის. ამ ნაბიჯით პარტია წარმოუდგენელ სისუსტეს ავლენს, მე ვფიქრობ, "ქართულ ოცნებას" გარკვეულწილად ტყვეობაში ავაყვანინეთ თავი", - განაცხადა ნიკა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები