ნინო ნადირაძე - დაანებეთ ამ ადამიანის წამებას თავი, დაანებეთ მისი სუიციდის ხელშეწყობას თავი

"ვივამედის" კლინიკური დირექტორის ნინო ნადირაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის და მისი გარემოცვის მხრიდან 9 თვის მანძილზე მუდმივად ისმის - "დაგიჭერთ, გაგაციმბირებთ, დაგხოცავთ".

მისივე თქმით, მთავარია პაციენტის ჯანმრთელობა იყოს კარგად და არავის ადარდებს მუქარა.

"როცა ეს პროცესები ჩამთავრდება მე აუცილებლად მივმართავ რეგულირების სააგენტოს და არა მხოლოდ, და ყველა ამ ფაქტს მივცემ მსვლელობას, რატომ ვიყავით ღირსი ამ ბულინგის და შეურაცხყოფის ღირსი.

საიდან აქვს დაცვის მხარეს გარანტია, რომ გაიყვანს? ყოველდღიურ რეჟიმში არ შეიძლება უთხრა, დღეს არა ხვალ გაგიყვან, ეს ადამიანი კიდევ უფრო მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს იღებს.

მე მინდა, რომ პაციენტი გადარჩეს და კარგად იყოს და როგორც ვატყობ, მისი ცუდად ყოფნა, ლეტალური გამოსავალიც კი, თავის მხარეს უფრო აწყობს, ხატით ვაჭრობა უფრო ადვილია. დაანებეთ ამ ადამიანის წამებას თავი, დაანებეთ მისი სუიციდის ხელშეწყობას თავი, არცერთი თქვენგანი არ შესულხართ და არ გითქვამთ - "მიშა ჭამე", საცივიც უყვარს, ახალ წელს მშვენივრად მიირთვა, ხაჭაპურიც უყვარს, გემრიელი საჭმელიც უყვარს და როცა შემოგაქვს ერთი ცალი მოხარშული კვერცხი, მაღაზიის სოკოს შილაფლავი, ცივი მჭადი და ოთხი ცალი სალათის ფურცელი, ამით დადებით შედეგს ვერ მიიღებ. ადამიანებში და ყველაფერში იმედგაცრუება მაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ხელს არ შემიშლის, არ დავიშურებ, რომ ბატონი მიშა იყოს კარგად, მისი უფლებაა იცოცხლოს და მე ამისთვის ყველაფერს გავუკეთებ. ასევე კბილებით დავიცავ ჩემ სტაფს, რადაც არ უნდა დამიჯდეს", - განაცხადა ნადირაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები