სახელმწიფო დეპარტამენტი - მთავრობის პასუხისმგებლობაა, სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოეპყროს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ამერიკის დილომატიური უწყება ყურადღებით აკვირდება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. დეპარტამენტი ასევე აცხადებს, რომ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი და ღირსეული მოპყრობა, საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევით, მთავრობის პასუხისმგებლობაა.

"ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას. როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა მოეპყროს ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, მათ შორის, დამოუკიდებელი სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციის შესაბამისად, ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობის გაწევით“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ "ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ წერილობით კომენტარში.

ამერიკის დიპლომატიური უწყება ასევე აცხადებს, რომ "საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული და მას მიეცეს საჭირო სამედიცინო დახმარება“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები