გიორგი ჩალაძე - ეს არის ბინძური, სამარცხვინო უკადრებელი ქცევა, რომელიც არ შეშვენის ადამიანს

ქალბატონო ნინო, თქვენ დაარღვიეთ ადამიანის პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი, ამას მოჰყვება არა მარტო ქართული კანონმდებლობის რეაგირება, არამედ საერთაშორისო რეაგირებაც, - ამის შესახებ გიორგი ჩალაძემ ნინო ნადირაძის კომენტირებისას აღნიშნა.

"ჩემი განცხადება ეხება ქალბატონი ნინოს ცინიკურ, ირონიულ ჭორაობას, ეთიკის ნორმებისა და კანონის დარღვევას, სააკაშვილისა და სოციალური თემებით მანიპულირებას. ვფიქრობ, პაციენტის უფლების დარღვევის გარდა, ქალბატონი ნინოს ჭორაობა და დამცინავი საუბარი არის ჩვენი საზოგადოების დაცინვა და ე.წ. საცივის თემით მანიპულირება. თუკი მსოფლიოში აღმოჩნდება ვინმე და იტყვის, რომ საცივის მირთმევით ადამიანები 38 კილოს იკლებენ, მაშინ საქალაქოს აღმოუჩენია ახალი დანკინის დიეტა.

სიმართლე იყო შემდეგი: სააკაშვილისთვის მირთმეული საცივის გასინჯვას რა შედეგიც მოჰყვა, დადასტურებული, დაფიქსირებულია სამედიცინო ისტორიაში. ამას მოჰყვა მწვავე კუჭ-ნაწლავის გართულება. საცივი განკუთვნილი იყო მედპერსონალისთვის და ქალბატონ ნინოს შეუძლია, კარგად მოჰყვეს, რა გემრიელად დააგემოვნა ის. ქალბატონო ნინო, თქვენ ძალიან სამარცხვინოდ იქცევით, როცა ადამიანის უფლებებს ასე ფეხქვეშ თელავთ. თქვენი ქცევა არის თავზე გადავლა თქვენი მედპერსონალისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვის მიმართაც ჩვენ დიდი ხანია, პატივისცემას გამოვხატავთ. ეს არ ეკადრება იმ საზოგადოებას, რომელი საზოგადოების წარმომადგენლადაც აჩვენებთ თავს. გპირდებით, ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. თქვენ ზუსტად იმ ტექსტებით საუბრობთ, რაც უნდა დაიბეჭდოს ყვითელ პრესაში და თქვენი დღევანდელი ბენეფისი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თემის კვლავ გაცოცხლებას. ეს არის ბინძური, სამარცხვინო უკადრებელი ქცევა, რომელიც არ შეშვენის ადამიანს.

რაც შეეხება კანონდარღვევას, ამაზე ვესაუბრეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ქალბატონო ნინო, თქვენ დაარღვიეთ ადამიანის პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი, მისი თანხმობის გარეშე უკვე ბევრი ხანია, ჭორაობთ იმ პერსონალურ დეტალებზე, რომელიც განსაკუთრებული ხასიათის პერსონალური მონაცემია. ამას მოჰყვება არა მარტო ქართული კანონმდებლობის რეაგირება, არამედ საერთაშორისო რეაგირებაც. თქვენი ცინიკური დამოკიდებულება გადასული მარაზმში აუცილებლად იქნება განხილული საერთაშორისო საზოგადოებაში“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ საქალაქო სასამართლოში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები