შალვა ხაჭაპურიძე - ორშაბათს არის ბოლო პროცესი და ალბათ, იმ დღესვე გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას

ნინო ნადირაძე ყველაფერზე საუბრობდა, გარდა საქმეში არსებული მნიშვნელოვანი გარემოებებისა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ "ვივამედის" კლინიკის დირექტორის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

"ქალბატონი ნინო ნადირაძე, რომელიც სიმართლე გითხრათ, იუმორის სტილში შეიძლება ამ ყველაფრის განხილვა, რადგან ყველაფერზე საუბრობდა, გარდა საქმეში არსებული მნიშვნელოვანი გარემოებებისა. 

დაადასტურა მძიმე ავადმყოფობის ერთი დიაგნოზი, ხოლო რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამასთან დაკავშირებით მან თქვა, რომ ის ამაში კომპეტენტური არ არის. 

რაც შეეხება ექსპერტებს, რომლებიც დაიკითხნენ, აშკარად გამოიკვეთა მათი დასკვნის სიყალბე, ერთმა საერთოდ არ იცოდა რაზე მოაწერა ხელი და თქვა, რომ მე ამ დარგის სპეციალისტი არ ვარ და მეორე, ფსიქიატრი, მან თქვა, რომ მან ჩაატარა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ისე, რომ არ უნახავს ფიზიკურად ადამიანი", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, ბოლო პროცესი 6 თებერვალს არის და მოსამართლე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, იმავე დღეს გამოაცხადებს. 

"ორშაბათს 5 საათზე არის ბოლო პროცესი, მხარეები ვიტყვით ჩვენ დასკვნით სიტყვებს და ალბათ, იმ დღესვე გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები