ზურაბ ჩხაიძე - ქალბატონმა ნინომ მთელ ქვეყანას დაანახა, რამდენად არაკომპეტენტურები არიან ადვოკატები

კლინიკა "ვივამედის" კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა კვების რაციონი "შედარებით გააფართოვა".

"მან კვების რაციონი შედარებით გააფართოვა. მე არ ვიცი, ვინ რას გეტყვით თქვენ, მაგრამ რაც ფაქტია, არის ის, რომ ყოველ შემთხვევაში, უფრო გაფართოვდა რაციონი და იმედია, ეს ასე გაგრძელდება, თუ კიდევ ე.წ. გარე ძალები არ ჩაერევიან.

გუშინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ქალბატონმა ნინომ მთელ ქვეყანას დაანახა და ყველას დაანახა, რამდენად არაკომპეტენტურები არიან ამ საქმის ძირითადი მოქმედი პირები, მე ვგულისხმობ ადვოკატებს. მე არ ვიცი მათი კომპეტენტურობა, როგორც ადვოკატების სხვა მიმართულებით, მაგრამ როდესაც სამედიცინო ქეისს ეხება შემთხვევა, გუშინ ყველას დაანახეს თავიანთი დარგის სრული უვიცობა. ის, რომ აბსოლუტურად გაუთვითცნობიერებული არიან იმ დარგში, რაზეც ახლა მუშაობენ. მესმის, რომ სამედიცინო სამართლის სპეციალისტებს საქართველოში არ ამზადებენ, მაგრამ ამ საქმით როდესაც დაკავებული ხარ ცხრა თვის განმავლობაში, ელემენტარული რაღაც უნდა წაეკითხათ და უნდა სცოდნოდათ, რაზე ესაუბრათ. აბსოლუტურად მოუმზადებლები იყვნენ და ეს გუშინ ძალიან კარგად გამოჩნდა სასამართლო პროცესზე", - განაცხადა ჩხაიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები