40-მდე ქვეყანამ 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს შესაძლოა, ბოიკოტი გამოუცხადოს

40-მდე ქვეყანამ 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებს შესაძლოა, ბოიკოტი გამოუცხადოს, რაც მთელ ღონისძიებას უმნიშვნელოს გახდის, - ამის შესახებ პოლონეთის სპორტის მინისტრმა კამილ ბორტნიჩუკმა განაცხადა.

კამილ ბორტნიჩუკის თქმით, სრულიად რეალისტურია 40 ქვეყნისგან შემდგარი კოალიციის ჩამოყალიბება, რომლის რიგებშიც დიდი ბრიტანეთი, აშშ და კანადა იქნებიან, რათა ერთობლივ ძალებით წინ აღუდგნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გეგმებს.

მანამდე პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ერთობლივი განცხადებით გააკრიტიკეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გეგმა, რომელიც 2024 წლის ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვებას ითვალისწინებს. 

ოლიმპიადის ბოიკოტით იმუქრება უკრაინაც, რაზეც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადეს, რომ ნებისმიერი ბოიკოტის შემთხვევაში საბოლოო ჯამში მხოლოდ "სპორტსმენები დაისჯებიან“.

იანვრის ბოლოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ "გამონახავს გზას“ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობისთვის, ვინაიდან "არცერთი სპორტსმენი არ უნდა იყოს მოკვეთილი სპორტული შეჯიბრიდან მხოლოდ მისი პასპორტის გამო“.

მსგავსი სიახლეები